კარიმ ბენზემა: ვინც მესის აკრიტიკებს იმან ფეხბურთი არ იცის

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის რეალი პსჟ-ს შეხვდება. მომავალ მეტოქეებზე სამეფო გუნდის ლიდერმა კარიმ ბენზემამ ისაუბრა. მან ლეო მესიზე და კილიან მბაპეზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც ძალიან აქო.

“მესის კრიტიკა ნაადრევია, მას დრო სჭირდება იმისთვის, რომ პსჟ-ში ადაპტაცია გაიაროს. ვინც მესის აკრიტიკებს მან ფეხბურთი არ იცის. დარწმუნებული ვარ მალე შევა ოპტიმალურ ფორმაში და კვლავაც გაიტანს გოლებს. 

მბაპეს წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ვნახოთ რა მოხდება. კილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია და კიდევ ბევრს მიაღწევს.”-ციტირებს ბენზემას სიტყვებს Marca.

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი პსჟ-ს და რეალს შორის 16 თებერვალს პარიზში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 10 მარტს მადრიდში.

რაც შეეხება ბენზემას, 34 წლის ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. მის ანგარიშზე ამ სეზონში 27 მატჩი და 24 გოლია.

Leave a comment

Your email address will not be published.