კარიმ ბენზემა: სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ თამაშში ნაკრებში დაბრუნებულმა კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღით იძულებითი დასვენება მოუწია.

როგორც თავად ბენზემამ განაცხადა, იგი თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ 100%-ით მზად არის.

“გამოჯანმრთელების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა, შაბათს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვივარჯიშე. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებაზე არც მიფიქრია. ტრავმის შემდეგ მწვავე ტკივილი ვიგრძენი, თუმცა ეს უბრალოდ დარტყმა აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა და რამდენიმე ვარჯიში გამოვტოვე. 

ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და გერმანიასთან სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ.” – განაცხადა ბენზემამ.

საფრანგეთის და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება 15 ივნისს ალიანს არენაზე გაიმართება. გერმანელთა გარდა დეშამის შეგირდების მეტოქეები F ჯგუფში პორტუგალიის და უნგრეთის ეროვნული გუნდები არიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *