გერმანიის ქალაქ ობერსდორფში მიმდნარე ჩელენჯერის ეტაპზე, რომელზეც პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება შესანიშნავად იასპარეზა სპორტულ წყვილებს შორის კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. პირველი დღის შემდეგ, მოკლე პროგრამაში 66,46 ქულა დაიმსახურეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.
თავისუფალ პროგრამაში კი, ქართულ წყვილს მსაჯებმა 111,70 ქულა დაუწერეს და საბოლოოდ 178,16 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს. ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში ჩაერთნენ მოცეკვავე წყვილები. აქ მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ მოკლე პროგრამაში 66,95 ქულა დაიმსახურეს და მე-5 ადგილზე არიან. ლიცენზიას კი, ოთხი საუკეთესო წყვილი მიიღებს. ქართველების უშუალო მეტოქეები გერმანული და სომხური წყვილები ჩვნებურებს დაახლოებით ორი ქულით უსწრებენ. თავისუფალ პროგრამაში შეჯირება 25 სექტემბერს გაიმართება.