კარლო ანჩელოტი: ბენზემას ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფრანგის მიერ მოგებული ოქროს ბურთი, გუნდსაც ეკუთვნის, რადგან ისინი კარიმს ეხმარებიან.

“ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და ვთვლით, რომ ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის. ბენზემამ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ მან ეს გუნდის დახმარებით მოიგო, რამაც საშუალება მისცა თავისი თვისებები გამოეჩინა. 

ახლა ბენზემა უფრო ლიდერად გრძნობს თავს. მას ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე 8 წლის წინ. ტექნიკური თვალსაზრისით მისი თამაში დიდად არ შეცვლილა. ხარისხი მაშინაც იყო და იგივე დარჩა. რაც შეიცვალა ეს არის მისი როლი ფეხბურთში და გაგება, რომ ის ლიდერია.” – განაცხადა ანჩელოტიმ რეალის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *