კარლო ანჩელოტი: გაბედული ხართ რადგან ამას მეკითხებით

ბოლო დროს კილიან მბაპეს მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლაზე კვლავ საუბრობენ. ამ თემაზე კითხვა სამეფო გუნდის მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დაუსვეს.

“მოვა თუ არა მბაპე იანვარში? ძალიან გაბედული ხართ, რადგან ამ კითხვას მისმევთ. აღნიშნულ თემაზე პასუხის გაცემა არ მინდა. ამ კითხვაზე პასუხი არ მჭირდება.” – ციტირებს RMC Sport-ი ანჩელოტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი მბაპეს შეძენას წელს ზაფხულში ცდილობდა, თუმცა პსჟ-მ ფრანგს უფრო სარფიანი წინადადება შესთავაზა და კილიანი გუნდში დარჩა. რამდენიმე დღის წინ კვლავ დაიწერა, რომ მბაპეს ფრანგული გუნდის დატოვება სურს.

რაც შეეხება რეალს, ანჩელოტის შეგირდები ლა ლიგაში 22 ქულით მეორე ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფს კი 10 ქულით ლიდერობენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *