კარლო ანჩელოტი: ეს კლუბი არასდროს ნებდება

ესპანეთის თასზე მადრიდის რეალი ვილიარეალს შეხვდა. 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ბლანკოსმა 3 ბურთი შეაგდო და 3:2 მოიგო. აღნიშნულ მატჩზე კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

“პირველი ტაიმის შემდეგ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი, გადავწყვიტე გამერისკა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ საკმარისად კარგები არ იყვნენ და უნდა გამოფხიზლებულიყვნენ. პირველი ტაიმი ცუდი იყო, შემდეგ ბიჭებმა სიტუაცია გამოასწორეს. უფლება არ გვქონდა მეორე ნახევარში პირველის მსგავსად გვეთამაშა. მეორე ტაიმი შთამბეჭდავი იყო, ეს კლუბი არასდროს ნებდება. 

ასეთი ცუდი პირველი ნახევრის შემდეგ, იმპულსის შეცვლა რთული იყო. სებალიოსმა და ასენსიომ თამაშის დინამიკა შეცვალეს და ამან შედეგზე დიდი გავლენა იქონია. მეორე ტაიმში კამავინგამ მეტი ხასიათი და ენერგია გამოავლინა. საბოლოოდ თამაში ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა.” – განაცხადა ანჩელოტიმ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *