დღეს, 15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი გაიმართება, სადაც რეალი პსჟ-ს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სამეფო გუნდის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.
“პსჟ-ს სახით დიდ გუნდს ვეთამაშებით. ეს მოტივაცია უფროა, ვიდრე ზეწოლა. ამ შეხვედრისთვის მზადება რთული არ ყოფილა, რადგან ყველა მაქსიმალურად მოტივირებულია. პსჟ უპირატესობის მოპოვებას ბურთის ფლობისას და კონტრ შეტევებზე შეეცდება, ისევე როგორც ჩვენ. რეალი და პსჟ მსგავს ფეხბურთს თამაშობენ. მოგებისთვის როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ყურადღებით თამაშია საჭირო.
ბენზემა უკვე გამოჯანმრთელდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. გადავხედავ რამდენად მზად არის და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას მისი თამაშის თაობაზე.”-განაცხადა ანჩელოტიმ.