კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ლაიფციგი – რეალის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იტალიელმა კომენტარი მჭიდრო გრაფიკზე და ფეხბურთელების განწყობაზეც გააკეთა.
“ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა კარგი ფეხბურთის ჩვენებაა. გვინდა ეს ეტაპი მალე გადავლახოთ. ახლა დაძაბული პერიოდია, ძალიან მჭიდრო გრაფიკია, თუმცა ამოცანას თავს კარგად ვართმევთ.
არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები მენტალურად უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე არიან გადართულები. რაც მეტს ითამაშებენ, ტურნირს მით უკეთეს ფორმაში შეხვდებიან. ახლა ყველას ვარჯიში უნდა. თუ ვინმეს მუნდიალის გამოტოვების შიშით ტრავმის ეშინია, შეუძლია სახლში დარჩეს. ტელევიზორში ბევრი კარგი ფილმი და სატელევიზიო შოუა, შეუძლიათ დარჩნენ და უყურონ.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Mundo Deportivo.
მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში 10 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მატჩს კი როგორც უკვე გითხარით ლაიფციგის წინააღმდეგ ჩაატარებს.