კარლო ანჩელოტი: იმედია კროოსი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსზე ისაუბრა. იტალიელმა იმედი გამოთქვა, რომ კროოსი რეალში დარჩება.

“კროოსის მომავალი? ვფიქრობ მას ეს საკმაოდ მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი. როგორც გულშემატკივარს შემიძლია ვიფიქრო, რომ ტონი წელს კარიერის დასრულებას აპირებს, მომავალ თვეში ყველაფერი უფრო ნათელი გახდება. კროოსმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება რეალში სურს. იმედია იგი კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Espana.

კროოსი რეალის ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს, გერმანელმა სამეფო გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. 32 წლის ნახევარმცველს რეალთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. შეგახსენებთ, რომ ბლანკოსი 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ხელშეკრულებას მხოლოდ 1 წლით უგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია ტონი კროოსმა სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *