კარლო ანჩელოტი: მანამ არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს რეალს დატოვებს და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს. ამ თემაზე მან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“რეალიდან მანამ არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

იტალიელმა სეზონის დასაწყისში ისიც თქვა, რომ თუ ვალვერდე ამ სეზონში 10 გოლს არ გაიტანდა, სამწვრთნელო ლიცენზიაც გააუქმებდა. იგი ამ თემასაც შეეხო.

“როგორც ჩანს სამწვრთნელო ლიცენზიის დახევა არ მომიწევს, რადგან ფედემ უკვე 11 ბურთი შეაგდო. მას რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა ახლა უკეთაა და ძალიან გვეხმარება.” – განაცხადა ანჩელოტიმ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *