რამდენიმე დღეა, რაც ლეო მესიმ ბარსელონა დატოვა პსჟ-ს შეუერთდა. ამ ამბავს მადრიდის რეალის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა.
“მესის წასვლამ ძალიან გამაკვირვა. ლეოს ბარსადან გადაბარგების მიუხედავად, ელ კლასიკოს ხიბლი არ მოკლებია. ჩვენ ბარსელონას ვეჯიბრებით და არა ლეო მესის.
რეალის მიზნები უცვლელია. ჩვენი ამოცანა ყველა ტურნირზე პირველობაა. იმედია ამ მიზანს შევასრულებთ, ამისთვის ყველა პირობა გვაქვს.”-ციტირებს იტალიელის სიტყვებს Marca.