კარლო ანჩელოტი: რეალმა ლიგის მოგება დაიმსახურა

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სამეფო გუნდი ფინალში ლივერპულს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.

“გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ჩემს ფეხბურთელებს არაჩვეულებრივი ინდივიდუალური თვისებები აქვთ. ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოვიგეთ, რეალი არასდროს ნებდება. ლივერპულის ფორვარდები გამუდმებით ჩვენს ზურგს უკან მოქმედებდნენ, თუმცა ჩვენმა მცველებმა ძალიან კარგად ითამაშებს. ლივერპული შესანიშნავი გუნდია. ჩვენ გვაქვს ისტორია და გვყავს გულშემატკივრები, რომლებისთვისაც რეალი ბევრს ნიშნავს.” – განაცხადა ანჩელოტიმ.

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო. ორჯერ მან ეს მილანთან ერთად გააკეთა, ორჯერ კი რეალის მწვრთნელის პოსტზე.

Leave a comment

Your email address will not be published.