კარლო ანჩელოტი: ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

MADRID, SPAIN - 2023/03/15: Real Madrid head coach Carlo Ancelotti seen during the UEFA Champions League, Round of 16, Second Leg between Real Madrid CF and Liverpool FC at Santiago Bernabeu Stadium. Final score; Real Madrid 1:0 Liverpool. (Photo by Ruben Albarran/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპულის დამარცხების შემდეგ, მადრიდის რეალის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინიციუს ჯუნიორზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, სწორედ რეალის გარემარბია.

“ვინიციუსმა დღეს შესანიშნავად ითამაშა. მართალია გოლი არ გაუტანია, თუმცა საგოლე გადაცემა გააკეთა და ძალიან დაგვეხმარა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

ვინიციუს ჯუნიორი მშვენიერ ფორმაშია. ბრაზილიელმა ამ სეზონში რეალის რიგებში 42 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

რეალი ლა ლიგაში 56 ქულით მეორე ადგილზეა და ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება. სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპული 2 მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *