კარლო და ბრაზილია… როგორ, როდის და რატომ?

კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე. ცნობილია, რომ ბრაზილიური მხარე ანჩელოტის დაუკავშირდა…

„კარიერის ბოლოს ნამდვილად შეიძლება ნაკრებში მუშაობა. ამაზე მიფიქრია. მაგრამ ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ რეალზე და მომწონს ყოველდღიურად მწვრთნელობა, ვარჯიშები“.

ადრე დაიწერა, რომ ანჩელოტიმ 2023 წლის ზაფხულისთვის ბრაზილიაში წასვლა არ გამორიცხა. მანამდე შეუძლებელიაო…

ანჩელოტი და ბრაზილია… ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: პაპა კარლოს ხელში არაერთ ბრაზილიელს ჰქონდა მაგარი პროგრესი, ის ეწყობა სელესაოს ბიჭებს. მაგალითად, კაკა, ვინისიუსი, კაფუ, როდრიგო, მარსელო, კაზემირო, მილიტაო… ყველას ვერც ჩამოთვლი.

ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ სამ უცხოელს აქვს ნამუშევარი და სამივე იმავე წელს მოხსნეს: ურუგვაელი რამონ პლატერო (1925), პორტუგალიელი ჟორეკა (1944) და ისევ ურუგვაელი ფილპო ნუნიესი (1965).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *