კარმელო ენტონის 28 000 ქულა

„ლეიკერსის’ ფორვარდი კარმელო ენტონი NBA-ს ისტორიაში გახდა მეცხრე კალათბურთელი, რომლის კარიერული ქულების მონაგარმა 28 000 შეადგინა.

კალიფორნიულმა კლუბმა „შარლოტთან“ 114-117 წააგო, „მელოს“ანგარიშზე კი 19 ქულა იყო, რითაც იგი ზუსტად 28 000-იან ნიშნულთან მივიდა.

37 წლის ენტონი მე-9 ადგილს იკავებს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის. მოქმედ კალათბურთელთაგან მასზე წინ მხოლოდ მისივე თანაგუნდელი ლებრონ ჯეიმსია.

null

1. ქარიმ აბდულ ჯაბარი – 38, 387

2. კარლ მელოუნი – 36, 928

3. ლებრონ ჯეიმსი – 36, 414

4. კობი ბრაიანტი – 33, 643

5. მაიკლ ჯორდანი – 32, 292

6. დირკ ნოვიცკი – 31, 560

7. ვილტ ჩემბერლენი – 31, 419

8. შაკილ ონილი – 28, 596

9. კარმელო ენტონი – 28, 000

10. მოზეს მელოუნი – 27, 409

Leave a comment

Your email address will not be published.