37 წლის ვეტერანი, კარმელო ენტონი მომავალი სეზონიდან ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას დაიცავს. მელომ ლეიკერებთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ენტონისთვის ეს მე-7 გუნდია, რომელსაც 19 წლიანი კარიერის მანძილზე უერთდება. წინა სეზონში მისი საშუალო მონაგარი პორტლენდის რიგებში 13.4 ქულა გახლდათ, სამქუალინის ნიშნულიდან კი კალათს 40.9%-ის სიზუსტით უტევდა.
აღსანიშნავია, რომ მელო და ლიგის მთავარი სუპერვარსკლავი, ლებრონ ჯეიმსი ძალიან ახლო მეგობრები არიან და მათ წლების მანძილზე სურდათ ერთ გუნდში ეთამაშათ. არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ ლეიკერსმა რამდენიმე დღის წინ რასელ უესტბუქიც გაიფორმა. ასეთ ვარსკლავურ სახელებს პლიუს ენტონი დევისი ლეიკერსს უკვე ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად აქცევს.
კარმელო ენტონი ლეიკერსს შეურთდა
