კასილასი რეალის მარცხზე: კარგი შედეგია…

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის რეალი პსჟ-ს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი ბლანკოსის ყოფილმა კაპიტანმა იკერ კასილასმა გააკეთა.

“იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კურტუამ პენალტი აიღო, კარგი შედეგია. რთულია იმის ვარაუდი თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე, რადგან სტუმრად გატანილი უპირატესობა გაქრა. ნებისმიერ შემთხვევაში ჰალამადრიდ.”-დაწერა კასილასმა ტვიტერზე.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი პსჟ-ს სასარგებლოდ 1:0 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი 10 მარტს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.