კასპერ რუუდმა უკანასკნელი 17 მატჩიდან 16 მოიგო

Gstaad Switzerland, 07/25/2021: Casper Ruud of Norway celebrates his victory during the Gstaad Swiss Open ATP Tour 250 Series 2021 tournament final (Photo by Eric Dubost / Pacific Press/Sipa USA)

ნორვეგიელმა კასპერ რუუდმა ცინცინატის ტურნირის 1/8 ფინალში 6:4 6:3 მოუგო დიეგო შვარცმანს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა ქულებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-8 გეიმიდან არგენტინელისთვის პრობლემები დაიწყო.

კასპერმა მიღებაზე მშვენივრად ითამაშა და ორმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა დიეგომ გაჭირვებით შეძლო ანგარიშის გათანაბრება 4:4.

მე-10 გეიმში რუუდმა ორმაგი სეპტოინტი მიიღო, მეორე მცდელობით შეძლო ბრეიკის შესრულება და სეტიც მოიგო 6:4.

null

მეორე პარტიის სტარტიც იდეალური გამოუვიდა ნორვეგიელს – ზედიზედ 3 გეიმი „წაართვა“ მეტოქეს და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა – 3:0.
შვარცმანი მაქსიმალურად ეცადა სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში დიეგო ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკპოინტამდე, კასპერ რუუდმა კი დამსახურებული გამარჯვება იზეიმა 6:4 6:3.

null

რუუდის და შვარცმანის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში საწყისი 4 შეხვედრა არგენტინელს ქონდა მოგებული, თუმცა უკანასკნელი 2 მატჩი ნორვეგიელმა მოიგო და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 2:4.

22 წლის რუუდმა უკანასკნელი 17 მატჩიდან 16 მოიგო.

კასპერს მიმდინარე სეზონში 39 გამარჯვება დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იყოფს დანილ მედვედევთან და ანდრეი რუბლიოვთან.

ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში მეოთხე მასტერსზე ითამაშა და ყველგან მოახერხა მინიმუმ 1/4 ფინალში გასვლა.

ცინცინატის ტურნირის მეოთხედფინალში კასპერ რუუდი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.

1/4 ფინლი

რუბლიოვი – პერი

მედვედევი – კარენო ბუსტა

ოჟე ალიასიმი – ციციპასი

რუუდი – ზვერევი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *