საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში ლელო გაიტანა. “კასტრმა”, რომელშიც ჩილაჩვა მეორე სეზონია თამშობს, სტუმრად, მინიმალური სხვაობით დაამარცხა კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელის დავით ქუბრიაშვილის “პერპინიანი” – 20:19.
ლევან ჩილაჩავა თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო 71-ე წუთზე მიითვალა. იმ დროისთვის “კასტრი” 13:19 აგებდა და ჩვენებურის ლელომ სტუმრებს მოაგებინა. “კასტრს” 33 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლიდერი კი, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის “ბორდოა”, რომლის მატჩიც სტუმრად ბექა გიგაშვილის “ტულონთან” გადაიდო.
სატურნირო მდგომარეობა
1.ბორდო – 42 ქულა, 2. ტულუზი – 40, 3. მონპელიე – 40, 4. ლა როშელი – 35, 5. კასტრი – 33, 6. ლიონი – 30, 7. კლერმონი – 29, 8. რასინგი – 25, 9. პო – 24, 10. სტად ფრანსე – 23, 11. ტულონი – 22, 12. ბრივი – 21, 13. პერპინიანი – 19, 14. ბიარიცი – 13.