კაცი ქალებში დადგა

საჯაროდ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილში ფეხბურთელის ვინაობა მითითებული არ არის, მაგრამ რა დამალულა, ეჭვმიტანილის ვინაობა ახლა რომ დამალულიყო. იორდანელი ფეხბურთის მამები ვარაუდობენ, რომ ირანის ქალთა ნაკრების მეკარე მამაკაცია.

ვარაუდის საფუძველი? აგერ, დახედეთ ფოტოს…

ხმაური კი მას მერე ატყდა, რაც აზიის თასზე ირანის ქალთა ნაკრებმა იორდანიას მოუგო. თამაში 29 სექტემბერს კი ჩატარდა, წერილი ფიფაში 5 ნოემბერს გაიგზავნა, თუმცა ახლაღა გასაჯაროვდა.

გენდერული სკანდალით ვიღას გააკვირვებ. თუმცა სპორტს ეს მაინც იშვიათად ეხება ხოლმე… ეს „იშვიათი“ შემთხვევაა ახლა.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *