კაცმა დანაშაული აღიარა… სალას დაღუპვის საქმე

66 წლის დევიდ ჰენდერსონმა დანაშაული აღიარა ემილიანო სალას დაღუპვის საქმეზე. ჰენდერსონი იმ დაწყევლილი ავიარეისის ორგანიზატორი გახლდათ, რომლის დროსაც არგენტინელი ფეხბურთელი დაიღუპა…

ეს ამბავი 2019 წლის 21 იანვარს მოხდა. სალა საფრანგეთიდან უელსში მიფრინავდა. ის კარდიფმა იყიდა ნანტიდან (17 მილიონ ევროდ).

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, ჰენდერსონს ბრალად ედება უყურადღებობა, რამაც პილოტისა და ფეხბურთელის დაღუპვა გამოიწვია. ჰენდერსონმა აღიარა, რომ პილოტ დევიდ იბოტსონს ამ ტიპის ფრენების შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

კერძო თვითმფრინავი იყო, უელსში გეგმით დაშვებამდე ერთი საათით ადრე გაქრა რადარებიდან. სალას ცხედარი ლა-მანშის სრუტეში ნახეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *