კაჭარავა კარიერას კორეაში გააგრძელებს

ნიკა კაჭარავა კარიერას კორეულ ჯეონამ დრაგონსში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გააფორმა.

კაჭარავა ბოლოს ანორთოსისში თამაშობდა, ფამაგუსტელთა ღირსებას იგი 2018 წლიდან იცავდა. ანორთოსისმა კაჭარავა 2020-21 წლების სეზონში პოზნანის ლეხში გაანათხოვრა და შემდეგ დაბრუნდა, 2 თვის წინ კი ნიკას მიზეზთა გამო გუნდის დატოვება მოუწია.

რაც შეეხება კაჭარავას ახალ გუნდს, ჯეონამ დრაგონსი კორეის რანგით მეორე ლიგაში გამოდის. ჩემპიონატი 19 თებერვალს დაიწყება და ნიკას ახალი გუნდი პირველ ტურში ანიანგს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *