კაჭკაჭი ტონი? ინგლისში კროოსი უნდათ

ტონი კროოსმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. EL Nacional-ის ცნობით, გერმანელის გადაბირება ნიუკასლის ახალ მფლობელებს სურთ. კაჭკაჭთა მესვეურები კროოსის ნაცვლად რეალისთვის 30 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.

ნიუკასლი არაბმა ინვესტორებმა ჩაიბარეს და მათ ამბიციური გეგმები აქვთ. ინგლისური გუნდის თვალთახედვის არეში კროოსის გარდა ფელიპე კოუტინიო და ადრიენ რაბიოც არიან. როგორც ხედავთ, არაბებს ყველაზე მეტად ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ.

რაც შეეხება კროოსს, იგი უკვე მე-8 სეზონია რაც რეალის ღირსებას იცავს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ამ სეზონში ტონის ანგარიშზე 5 მატჩია. გერმანელს თავი გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია. ცნობისთვის, კროოსს რეალთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *