კახა ცხადაძე: ესეთ დონეზე მსგავსი შეცდომები დაუშვებელია

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისთან მეორე შეხვედრაშიც 1:2 დამარცხდა. 2 მატჩის ჯამში 2:4 და ქართული გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაერთო. მორიგი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე დინამოს მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.

“ვულოცავ ნეფთჩის შემდეგ ეტაპზე გასვლას. ამ 2 თამაშში 4 გაშვებული გოლიდან, 3 ჩვენი შეცდომის შედეგად მივიღეთ. ესეთ დონეზე მსგავსი შეცდომები დაუშვებელია.

ნეფთჩიმ პირველ თამაშთან შედარებით უკეთესი ფეხბურთი ითამაშა. ბაქოელებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. სამწუხაროა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. ამ 2 შეხვედრაში დინამო თბილისმა კარგი ფეხბურთი ითამაშა.

ფეხბურთელებიდან ვინ როგორ ითამაშა ამის გარჩევას არ დავიწყებ. ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს, ის იგებს თამაშს. ფეხბურთი გუნდური თამაშია, ეს კრივი არ არის, რომ ერთი ერთზე შეეჯიბრო. თბილისის დინამომ ბაქოს ნეფთჩისთან დამარცხდა და არა ცხადაძე სამირთან.”-განაცხადა ცხადაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *