კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისმა ჰაიფას მაკაბის უმასპინძლა და 1:2 წააგო. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:
“გუნდში ყველაზე დიდი პრობლემა ინდივიდუალური ოსტატობაა. დაცვიდან შეტევაში გადასვლა კარგია. ამდენი პასი კეთდება და უმეტესობა არაზუსტია, ეს ინდივიდუალური ოსტატობის ნაკლებობაა.
ზოგი ფეხბურთელი იმ დონეს ვერ აკმაყოფილებს, რა დონეც გვჭირდება. მეტი მომენტის შექმნაც შეიძლებოდა, თუმცა რას ვიზამთ. ფეხბურთელები შიშით თამაშობენ, ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. ნეფთჩისთანაც და მაკაბისთანაც საჯარიმოში ბევრჯერ შევედით, თუმცა შემდეგ უკვე ფეხბურთელების ოსტატობაზეა.
მაკაბიმ გუნდურ თამაშში ვერ გვაჯობა. რამდენიმე ინდივიდუალისტის გარდა ვერავინ გვაჯობა. მომენტებს ვქმნით, თუმცა ამას გატანაც სჭირდება.
ფეხბურთელების მოყვანა გვსურს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და მხოლოდ თავისუფალ აგენტს თუ დავიმატებთ. თბილისის დინამო გამორჩეული გუნდი უნდა იყოს, ამისთვის კომპლექსური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ერთმანეთს ნერვები რატომ უნდა ვუშალოთ, ეს არავის სჭირდება. ჩემი ქვეყნისთვის როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა ბევრი გავაკეთე.
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი.”-განაცხადა ცხადაძემ.