თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩის დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ ისაუბრა.
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანში დიდი ხანი ვიმუშავე და იქიდან დადებითი ემოციებით წამოვედი, რისთვისაც დიდი მადლობა ამ ქვეყანას. რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენი მიზანია ნეფთჩისთან რაც შეიძლება კარგი თამაში ვაჩვენოთ და რაც შეიძლება კარგი შედეგი მივიღოთ.
ვფიქრობ ორშულას დინამოში მოყვანა შეცდომა იყო. რაც შეეხება გაგნიძეს, ნიჭიერ ახალგაზრდებს არ უნდა გადავუკეტოთ საქართველოდან წასვლის გზა. რაც მეტი ფეხბურთელი წავა მაღალი დონის ჩემპიონატში, მით უკეთესი იქნება. მონხილს უჯახური პრობლემები ჰქონდა და სურდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. მასთან შეთანხმებულები ვიყავით, რომ ბათუმთან მატჩის შემდეგ გუნდიდან წასულიყო.
რაც შეეხება ახალ ტრანსფერებს, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე დავიმატეთ მოთამაშეები. ჩვენ თავისუფალ აგენტებს ვეძებდით, კვიპროსიდან ოლსეი მოვიყვანეთ, თუმცა ფაქტია ის ჯერ ვერ დაგვეხმარება. კიდევ ვფიქრობდით ერთი მოთამაშის დამატებაზე, თუმცა მან სხვა გუნდში თამაში არჩია.
გასაგებია, რომ ბევრს არ მოგწონვართ. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ამ გუნდს უნდა მოვერგოთ, ეს არის ჩვენი მუშაობის სტილი.
როცა აზერბაიჯანში ვმუშაობდი, 5-6 გუნდი იყო, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა. რაც შეეხება ნეფთჩის, ეს ყოველთვის სერიოზული გუნდი იყო და არის კიდეც. წელს გაჩნდა პოტენციალი, რომ ჩემპიონობისთვის ებრძოლა და კარგი მუშაობის შედეგად ყარაბაღის ჰეგემონია დაამხეს.
ძალიან ბევრი იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანში ვმუშაობდი, თუმცა ეს 6 წლის წინ იყო. დრო გავიდა, გუნდი და ფეხბურთელები შეიცვალნენ, ამაზე ლაპარაკი ცოტა არასერიოზულია. გვსურდა ჩემპიონატში ერთი ტური გადადებულიყო და ამ თამაშისთვის უკეთ მოვმზადებულიყავით.
ნეფთჩის ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათი სათამაშო სქემა ჩვენსას მიახლოებულია. წინ ძალიან სერიოზული თამაში გველის.
ჩემი მოსვლიდან დღემდე დინამომ 6 თამაში ითამაშა. როცა ახალი მწვრთნელი მოდის, მას დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფეხბურთელს გააგებინოს რას ითხოვს მისგან. პირადად ველაპარაკე სფფ-ს პრეზიდენტს იმის შესახებ, რომ 1 ტური ამოგვეგვდო. დილა თანახმა იყო, თუმცა ბათუმის დინამო წინააღმდეგი.”-განაცხადა ცხადაძემ.