ორშაბათს ნიუკასლმა არსენალს 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი ფაქტობრივად დააკარგვინა.
თუმცა ეს გამარჯვება ნიუკასლის ერთ-ერთ ფეხბურთელს კბილის დაკარგვად დაუჯდა.
პირველი ტაიმის შუაში ჯორდების თავდამსხმელი, კალუმ უილსონი მეტოქეს შეეჯახა და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა მისი ჩამტვრეული კბილი. არადა, ბედის ირონიით, ტრავმის გამო დეკემბრის შემდეგ კალუმი პირველ მატჩს ატარებდა.