კევინ დურანტის 45 ქულა “ორლანდოსთან”

მთავარი მწვრთნელის ცვლილების შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა “ბრუკლინი”.

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნეთსი” “ორლანდოს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109-102 დაამარცხა.

null

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც “მეჯიქს” 45 ქულა ჩაუგდო და მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა.

“დურანტულამ” პარკეტზე 39 წუთი გაატარა, 24 ბურთი ესროლა მეტოქის კალათისკენ და 19 ჩაგდო. K.D შეუცდომელი იყო საჯარიმოს ხაზიდან 4-დან 4.

კევინმა 45 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაც მოაგროვა.

ორლანდოსთან მოგებული მატჩის შემდეგ ნეთსმა მოგება/წაგების ბალანსი გაათანაბრა 11/11.

ამ მომენტისთვის ჟაკ ვონის გაწვრთნილი გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *