კევინ დურანტი – საუკეთესო ქულებში, პასებში და მოხსნებში

„ბრუკლინის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა მორიგი რეკორდი დაამყარა – უკანასკნელი 3 მატჩის განმავლობაში „დურანტულა“ „ნეთსის“ კალათბურთელთა შორის საუკეთესოა ქულებში, მოხსნებში და შედეგიან გადაცემებში.

დღეს გამთენიისას, „ბრუკლინმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „ფილადელფიას“ და მეტოქე 114:105 დაამარცხა.

null

„ნეთსი“ დიდი პრობლემებით შეხვდა მატჩს, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ერთბაშად 6 კალათბურთელი აკლდა – ჯეიმს ჰარდენი, ლამარკუს ოლდრიჯი, დეანდრე ბემბრი, ბრიუს ბრაუნი, პოლ მილსაპი, ჯევონ კარტერი და ჯეიმს ჯონსონი.

მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, „ბრუკლინმა“ კევინ დურანტის კარგი ასპარეზობის ფონზე თავიდანვე მოიპოვა სოლიდური და ერთ მომეტში 66:46 გალიდერდა, თუმცა ჯოელ ემბიდმა და სეტ კარიმ დროულად განახორციელეს „ფილას ქამბექი“ და მეოთხე მეოთხედში ანგარიში გათანაბრდა 103:103.

null

გადამწყვეტ მომენტში ძალიან კარგად იასპარეზეს ბლეიკ გრიფინმა და ნიკ კლაქსტონმა (ორივეს 17-17 ქულა), პერიმეტრიდან თავისი სროლები „გამოიყენა“ პატ მილსმა (14 ქულა) და „ნეთსმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულა+11 მოხსნა+8 პასი იყო. უკანასკნელი სამი მატჩს განმავლობაში „დურანტულა ფანტასტიკურ შედეგებზეა გასული – 39,7 ქულა, 10,3 მოხსნა და 9,3 პასი საშუალოდ მატჩში.

„ფილადელფიას“ რიგებში გამორჩეული სტატიტიკა ქონდა ჯოელ ემბიდს – 32 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი. 29 ქულა დააგროვა სეტ კარიმ.
„76-ერსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ბალანსი15/15-ზე აქვს და მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, „ბრუკლინი“ კი 21 მოგებით და 8 მოგებით ლიდერობს აღმოსავლეთ კონფერენციას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *