ESPN-ის ჟურნალისტის სტივენ ეი სმიტის ინფორმაციით, კევინ დურანტმა ბოლო მომენტში დაბლოკა „ბრუკლინის“ ტრეიდი, რომლის შედეგადაც კაირი ირვინგი „ფილადელფიაში“ მიდიოდა სათამაშოდ, „ნეთსში“ კი ბენ სიმონსი გადმოდიოდა.
„ძალიან დიდი იყო იმის შესაძლებლობა, რომ კაირი ირვინგი „ფილადელფიაში“ აღმოჩენილიყო, „ბრუკლინს“ ძალიან დიდი სურვილი ქონდა მისი გაცვლის ბენ სიმონსში, თუმცა ბოლო მომენტში ეს ტრეიდი კევინ დურანტმა დაბლოკა.
გარწმუნებთ, რომ არა დურანტი, კაირი „ნეთსიდან“ უკვე გაშვებული იქნებოდა.
„ფილადელფია“ ყველა საინტერესო ვარიანტს განიხილავს. „76-ერსის“ ხელძღვანელებს ფარული მოლაპარაკებები აქვთ „პორტლენდთან“ და ჩემი ინფორმაციით „ბლეიზერსი“ მზად არის ბენ სიმონსის სანაცვლოდ დათმოს სი ჯეი მაკალუმი, რობერტ კოვინგტონი და დრაფტის მეორე რაუნდის პიკი.
„პორტლენდის“ გენერალური მენეჯერი ცდილობს ყველანაირად დამალოს მოლაპარაკების პროცესი, რადგან თუ ეს ტრეიდი არ შედგა, არ უნდა რომ გაუფუჭდეს ურთიერთობა სი ჯეი მაკალუმთან.“