29 წლის ამერიკელი მებრძოლი, კევინ ლი, UFC-დან სულ რაღაც 2 კვირის წინ გაათავისუფლეს – კევინს საკმაოდ ცუდი სერია ჰქონდა. იგი ბოლო 7 ბრძოლიდან 5-ში დამარცხდა, არადა 2017 წელს მსუბუქი წონის ქამრის ერთ-ერთი მთავარი კონტენდერი იყო. ლიმ აღნიშნული დივიზიონის დროებით ტიტულისთვის ტონი ფერგიუსონთანაც იბრძოლა, თუმცა დამარცხდა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ კევინი ხაბიბ ნურმაგომედოვის საბრძოლო ორგანიზაციაში, Eagle FC-ში იასპარეზებს. აღნიშნულ პრომოუშენს შეუერთდა ასევე UFC-ს დიდების დარბაზის წევრი და ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი რაშად ევანსი.
ხაბიბმა აღნიშნული პრომოუშენი გასულ წელს, კარიერის დამთავრების შემდეგ, 1 მილიონ დოლარად შეიძინა. აღნიშნული ორგანიზაცია აქამდე Gorilla FC-ს სახელით იყო ცნობილი, თუმცა ხაბიბის მოსვლის შემდეგ Eagle FC-დ გადაკეთდა. ნურმაგომედოვი აქტიურადაა ჩართული და დიდ რესურსს დებს მისი პრომოუშენის განსავითარებლად.