კეთილი დემბელე

უსმან დემბელემ საფრანგეთის მე-4 ლიგის კლუბ ევრეს 100 000 ევრო ჩაურიცხა. ევრე დემბელეს ბავშვობის კლუბია, ახლა ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ფრანგი გარემარბიც დაეხმარა.

„კლუბის პრეზიდენტმა სამუელ ბრაგანტინომ და ქალაქ ევრეს მერმა გი ლეფრანმა მადლობა გადაუხადეს დემბელეს, რომელმაც ასეთ რთულ დროს ბრწყინვალე ნაბიჯი გადადგა. უსმანი ქალაქის სიამაყეა. პირველი შემთხვევა არაა, როცა ევრეს ეხმარება, მან 700 ადამიანს მისცა საშუალება, რომ სპორტით დაკავებულიყვნენ.

…კორონავირუსის პერიოდში მედპერსონალს მედიკამენტები და სხვადასხვა აუცილებელი ნივთები შეუძინა“ – წერს ჟურნალისტი ალექსანდრ სამსონე.

დემბელე 7 წლის იყო, ევრეს ბავშვთა გუნდში რომ დაიწყო ვარჯიში. მისთვის პირველი პროფესიული კლუბი კი რენი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *