ინგლისმა შესარჩევის ბოლოსწინა ტურში 5:0 მოუგო ალბანეთს და ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. აქედან სამი ჰარი კეინისაა… და საინტერესოა, რომ გაიტანა მარჯვენა ფეხით, მარცხენათიც და თავითაც. ასეთი რამ ინგლისში ნაკრებში აქამდე მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა: ნახევარმცველმა დევიდ პლატმა 1993 წელს.
ტოტენჰემის ლიდერის ამ სამი გოლიდან ერთი ძალიან ლამაზი იყო: კუთხურის მერე ნახევარმაკრატელა და თან მაღალ კუთხეში…