კემბა ვოკერის შობის ღამის „ზღაპარი“

NEW YORK, NY - DECEMBER 25: Kemba Walker #8 of the New York Knicks celebrates during the game against the Atlanta Hawks on December 25, 2021 at Madison Square Garden in New York City, New York. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2021 NBAE (Photo by Nathaniel S. Butler/NBAE via Getty Images)

კემბა ვოკერი თავის ცხოვრებაში ვეღარ დაივიწყებს 2021 წლის შობის დღესასწაულის საღამოს. დაახლოებით ერთი კვირის წუნ „ნიუ იორკის“ მთავარ მწვრთნელს კემბა ღრმა რეზერვში ყავდა გადაყვანილი და მისკენ „გახედვაც არ უნდოდა“, მიუხედავად იმისა რომ გუნდი თამაშს თამაშზე აგებდა.

საქმეში კორონავირუსიც ჩაერია, რომელმაც „ნიქსს“ არაერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაცალა ხელიდან (ნოელი, მაკბრაიდი, სიმსი, ქვიქლი, ნოქსი) და ტომ ტიბოდოს ისღა დარჩენოდა რომ შანსი მიეცა ვოკერისთვის.

NBA-ს საშობაო საღამო „მედისონ სქვერ გარდენში“ იხსნებოდა, სადაც „ნიუ იორკ ნიქსი“ „ატლანტა“ ჰოუქსს“ უპირისპირდებოდა, სწორედ იმ გუნდს, რომელმაც გასულ სეზონში პლეიოფებიდან გამოთიშა „ნიკერბოკერები“, რევანშის ასაღებად შესანიშნავი დრო და გარემო გახლდათ.

null

კემბამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ბოძებული შანსი მაქსიმალურად გამოიყენა. „ნოი იორკმა“ ზედიზედ 7 ბურთი ჩააგდო და 19-3 გალიდერდა. ვოკერის და რენდლის (25 ქულა+12 მოხსნა მატჩში) შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა პირველი ტაიმი 10 ქულიანი სხვაობით მოიგეს 61-51.

მეორე ტაიმის სტარტზე „ჰოუქსმა“ ჯონ კოლინზის(20 ქულა) და დელონ რაიტის(20 ქულა) ზუსტი ტყორცნების შედეგად სცადა მიახლოვება მეტოქესთან, თუმცა „ნიქსი“ ფხიზლად იყო.

მეოთხე მეოთხედის საწყის წუთებზე ჯერ გრიმსმა „ჩასვა“ სამქულიანი, რასაც ტაჯ გიბსონის ზუსტი შორეული ტყორცნა მოყვა და „ნიუ იორკი“ 21 ქულიანი ჰანდიკაპით გალიდერდა 87-66.

შეხვედრაში ერთადერთი ინტრიგა იყო დარჩენილი – მოხსნიდა თუ არა კიდევ ერთხელ ბურთს კემბა ვოკერი, რომელიც ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან.

მალე „მედისონ სქვერ გარდენში“ მოსულმა პუბლიკამ გაიხარა – კემბამ მეტოქის აცილებული ბურთი ჩამოხსნა კალათიდან და სამმაგი დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 10 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა.
„ნიქსმა“ მატჩი 101-87 მოიგო და რევანში აუღო „ატლანტას“, ხოლო კემბა ვოკერი „ნიუ იორკის“ ფრენჩაიზ ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც შობის ღამეს სამმაგი დუბლი შეასრულა.

„შობის ღამეს ოცნებები ხდება“ – კემბა ვოკერი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *