კემ ტომასის 44 ქულა და გამარჯვება “ვაშინგტონთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბრუკლინი” საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა “ვაშინგტონს”.

“ნეთსს” სერიოზული პრობლემები აქვს – კევინ დურანტი ტრავმირებულია, ხოლო კაირი ირვინგმა ისევ “აურია” – სასწრაფო წესით ტრეიდი მოითხოვა და კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (9 თებერვალი) ვარსკვლავური გამთამაშებელი თავიდან მოიშორონ.

null

“ბრუკლინს” ახალი გმირი სჭირდება და ეს მისია ახალგაზრდა გამთამაშებელმა – კემ ტომასმა “მოირგო”.

პირველი მეოთხედის მიმდინარეობისას “ნეთსი” კატასტროფულად გამოიყურებოდა და 21 ქულიანი ჩამორჩენა ქონდა მეტოქესთან 23:44. სამწვრთნელო შტაბის წევრებმა სათადარიგოთა სკამისკენ “გაიხედეს” და პარკეტზე 21 წლის პლეიმეიკერი – კემ ტომასი შემოუშვეს…

null

კემერონმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ნამდვილი შოუ დადგა მოედანზე. ტომასმა 29 წუთში 44 ქულა ჩააგდო(23-დან 16 ), 6 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი გადაცემა.

მისი ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “ბრუკლინმა” დიდი ჩამორჩენა “ამოქაჩა” და დრამატული მატჩი 125:123 მოიგო.

სათადარიგოთა სკამიდან პარკეტზე შომოსულმა კემ ტომასმა 40+ ქულა 21 წლის და 114 დღის ასაკში ჩააგდო, რაც NBA-ს ისტორიაში რიგით მესამე შედეგია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *