კვარასა და რეალზე – ჯუნტოლი ჯუღელს შეხვდა…

მადრიდის რეალი რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერითაა დაინტერესებული, ბევრჯერ და ბევრმა ევროპულმა მედიამ დაწერა. ქართველის შესანარჩუნებლად პარტენოპეიმ გეგმა შეიმუშავა – ლურჯებისთვის ჩვენებური ხელშეუხებელია. აი, რას რას წერ Correre dello Sport:

“რეალი კვარაცხელიას საკითხზე მუშაობს, მაგრამ ნაპოლის ჯერ ეს არ აღიზიანებს. დე ლაურენტის სურს ამ მარგალიტის შენარჩუნება და მზადაა 1.4 მილიონიანი წლიური ხელფასი გაუორმაგოს და კონტრაქტი 2027 წლამდე შესთავაზოს.

ბოლო თვეების განმავლობაში, სპორტული დირექტორი ჯუნტოლი ბატონ მამუკას რამდენჯერმე შეხვდა და გადაწყდა, რომ სეზონის ბოლოს ახალი კონტრაქტის პირობებს განიხილავენ. მადრიდული სირენები ჯერ სახიფათო არ არის, ნაპოლი კი ხვიჩას დათმობას არ აპირებს”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *