იუვენტუსთან შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამხელა პონტენციალი აქვს. მატჩის შემდეგ, სპალეტიმ თქვა, რომ ასეთი ტექნიკა მსოფლიოში მხოლოდ საუკეთესოებს აქვთ.
მისი ძირითადში ვერ მოხვედრის მიზეზი რა უნდა იყოს? – როტაცია. ნაპოლი, იტალიის თასის 1/8 ფინალში ლოჩოშვილის კრემონეზეს შეხვდება. ნაპოლიში, სავარაუდოდ, ლიდერები დაისვენებენ: კვარაცხელია, ოსიმენი, ლობოტკა, ზიელინსკი, კიმი… აღსანიშნავია, რომ ექსპერტები არც ლოჩოშვილის თამაშს ელოდებიან…
ნაპოლის სავარაუდო ძირითადი: მერეტი, ბერეჟინსკი, ოსტიგარი, ჟესუსი, ოლივერა, ანგისა, დემმე (გაეტანო), ნდომბელე, ელმასი, სიმეონე, რასპადორი…