Gazzetta dello Sport-თან საუბრისას, აინტრახტის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა რამდენიმე საკითხი გამოყო, მათ შორის – კვარაცხელია:
“ნაპოლიმდე ამ ფეხბურთელის შესახებ არაფერი ვიცოდი. მისმა ოსტატობამ გამაოცა, თან Serie A-ს დონეზე, პირველსავე სეზონში… ეს მარტივი არ არის.
ფლანგზე თამაშობს, ცენტრში შემოდის, ორივე ფეხით ურტყამს… ჩვენი მცველი მასთან მარტო არ უნდა დავტოვოთ, შანსი მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება,” – თქვა გლასნერმა.