კვარაცხელიამ ქართველებში რეკორდი დაამყარა

Khvicha Kvaratskhelia of S.S.C. Napoli celebrates after scoring a goal during the Serie A match between U.S. Sassuolo Calcio and S.S.C. Napoli at Mapei Stadium-Citta del Tricolore on February 17, 2023 in Reggio Emilia, Italy. (Photo by Luca Amedeo Bizzarri/LiveMedia/NurPhoto via Getty Images)

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. სპალეტის გუნდი სასუოლოს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა, ანგარიში სწორედ ქართველმა შემტევმა გახსნა.

ეს გოლი კვარაცხელიასთვის სერია ა-ში მე-10 გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატის 1 სეზონში ამდენი გოლი შეაგდო. მანამდე საუკეთესო მაჩვენებლები 9-9 გოლით ალექსანდრე იაშვილს ბუნდესლიგაში და გია გურულს ლიგა 1-ში ჰქონდათ.

კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია. ხვიჩამ ნაპოლის მაისურით ოფიციალურ მატჩებში 24 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ნაპოლი უახლოეს მატჩს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აინტრახტთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *