კვარაცხელიას გოლი ცხრიანში და საინტერესო აღნიშვნა (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, ყაზანის რუბინი ტულას არსენალს სტუმრობს და 3:0-ს  ამარცხებს. სასიხარულოა, რომ ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც მე-40 წუთზე შესანიშნავი ბურთი შეაგდო.

რაც შეეხება მასპინძელთა ქართველ ლეგიონერს ზურიკო დავითაშვილს, ისიც ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *