ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო დადო. ვიდეოში მისი ლამაზი მომენტებია ასახული. “ხვიჩა კვარაცხელიას მაგია ამ სეზონში” – სწორედ ასეა ვიდეო დასათაურებული.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფი 15 ქულით მოიგო და 1/8 ფინალში აინტრახტს შეხვდება. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.