ხვიჩა კვარაცხელიაზე მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ყაზანის რუბინის ყოფილმა ფეხბურთელმა პაველ მოგილევეტსმა ისაუბრა.
“რით იყო ახალგაზრდა ხვიჩა გამორჩეული? მას შეეძლო მეტოქეები მარტივად მოეტყუებინა. თავიდან რთული იყო იმის განსაზღვრა როდის რას აპირებდა. შემდეგ გუნდში ლეონიდ სლუცკი მოვიდა და მანაც თამაში დახვეწა. ხვიჩამ მეტი თავისუფლება მიიღო. სწორედ ამ თავისუფლებამ მისცა ხვიჩას თავისი თავის ბოლომდე გამოვლენის საშუალება.
მართალია თუ არა რომ ხვიჩამ იტირა როცა ფეხებში ჩავარტყი? არა, ის უბრალოდ ყვიროდა და ნაწყენი იყო. ასეთი რამ ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან გასაკვირი არ არის. იმავეს აკეთებენ მისი პოზიციის ვარსკვლავები, მაგალითად ნეიმარი. სწორედ ამით ჰგავს ხვიჩა ბრაზილიელს. ალბათ კვარაცხელიამ მისი სტილი გადმოიღო.” – ციტირებს 29 წლის მცველის სიტყვებს Sport24.ru.