კვარაცხელიას შესაძლოა ახალი კონტრაქტი შესთავაზონ

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას იანვარში შესაძლოა ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ინფორმაცია ნიკოლა სკირამ გაავრცელა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი კლუბის ხელმძღვანელებს იანვრის დასაწყისში შეხვდება და ამ თემას განიხილავენ. აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიას ნაპოლისთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კვარაცხელია ნაპოლიში წელს ზაფხულში გადავიდა. ხვიჩამ იტალიელთა მაისურით 17 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნაპოლი სერია ა-ში 41 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მილანს 8 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გუნდი აინტრახტს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *