კვარაცხელია ბუნდესლიგაში? ინტერესი რეალურია

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი მსურველი გამოუჩნდა. საუბარია მიონხენგლდბახის ბორუსიაზე. Sky Sport Germany-ის ცნობით, გლადბახი შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს და კვარაცხელიასთან ერთად თვალი რომან ფავრისაც დაადგა. აი რას წერენ გერმანიაში კვარაცხელიაზე.

“ქართველი შემტევი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად რუბინის ერთ-ერთი ლიდერია. წინა სეზონში მან 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩას ორივე ფლანგზე კარგად შეუძლია თამაში, თუმცა მარცხნივ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. კვარაცხელაის რუბინთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.”-წერია გერმანულ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბოლო თვეებში არაერთი სატრანსფერო ინფორმაცია გავრცელდა. მისი სახელი მილანს, იუვენტუსს, აიაქსს, ბაიერნს და კიდევ რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *