კვარაცხელია – ინგლისის სამი კლუბი…

ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბია დაინტერესებული: ევერტონი, ვესტ ჰემი და საუთჰემტონი. ამის შესახებ დღეს დაწერა Football Insider-მა.

“ეს სამი კლუბი კონკრეტულ ინტერესს გამოხატავს” – წერს ბრიტანული საიტი.

ჯერ სხვა არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ვესტ ჰემის შოტლანდიელმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზამთარში აუცილებლად იქნება ტრანსფერები და თან არა მხოლოდ ერთიო.

ელოდებიან, რომ საკმაო ცვლილებები იქნება ევერტონშიც, რომელიც ცუდ სეზონს ატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *