კვარაცხელია, მამარდაშვილი…ნახეთ, რა ჩაატარეს ზენიტთან (+video)

ეს მოლდოვში ჩატარებული ტურნირია 16-წლამდელთა შორის. თბილისის დინამომ იქ 3:0 მოუგო სანკტ-პეტერბურგის ზენიტს და ეს მომენტები სწორედ იქიდანაა. სამი გოლი და პლუს, გიორგი მამარდაშვილის აღებული პენალტი.

ნახეთ პირველი გოლი რა მშვენიერია: ხვიჩას ლამაზი პასი და თამაზ ბაბუნაძის მაგარი დასრულება.

მეორე თვითონ კვარაცხელიამ გაიტანა თავით, მესამე კი – გოგრიჭიანმა.

შემადგენლობას გთავაზობთ. იქ სხვა ფეხბურთელებსაც იცნობთ: დავითაშვილი, მექვაბიშვილი და ასე შემდეგ…

U17 დინამო: მამარდაშვილი (თვალოძე 75), ბასარია (გაბელაია 65), ცერცვაძე, ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე (წაქაძე 75), დარცმელია, კვარაცხელია (გაბიტაშვილი 55), ბაბუნაძე (გოგრიჭიანი 70), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (გულდედავა 75), ერგემლიძე (გ. ხარშილაძე 41) (fcdinamo.ge)

ისე, სწორედ 2016 წელს მიაღწია კვარაცხელიამ სწრაფ პროგრესს. მაგრად ჩაატარა ვიტალი დარასელიას ტურნირი, შემდეგ ეს თამაშები და მალე დინამო თბილისის ძირითად გუნდშიც აიყვანეს.

Leave a comment

Your email address will not be published.