კვარაცხელია სალერნიტანასთან საეჭვოა

სერია ა-ს მე-19 ტურში ნაპოლი სალერნიტანას შეხვდება. როგორც Il Mattino იუწყება, აღნიშნული მატჩი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვოს.

კვარაცხელია გაციებული გახლდათ და სწორედ ამის გამო არ უთამაშია კრემონეზესთან სათასო დაპირისპირებაში. Il Mattino იწერება, რომ ფეხბურთელი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ნაპოლი სერია ა-ში 47 ქულით პირველ ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *