იტალიის ნაკრების, რომას, უდინეზესა და ფიორენტინას ყოფილმა ფეხბურთელმა გაეტანო დ’აგოსტინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს შეადარა. დ’აგოსტინო ამჟამად რადიოში მუშაობს იტალიურ რადიოში მუშაობს საფეხბურთო თემებზე…
„სპალეტიმ კვარაცხელია სალაჰს შეადარა? მე ფიგუს ვამგვანებ. დარტყმა, პასიც და დრიბლინგებიც. ძალიან ჰგავს.
…სპალეტიმ რა გავლენა იქონია კვარაცხელიაზე? სპალეტის გუნდებში შემტევები მუდამ კარგად თამაშობენ, სივრცეებს პოულობენ. განსაკუთრებით ეს ეხებათ ფლანგელებს. სპალეტიმ ასევე უკეთეს ფეხბურთელად აქცია ოსიმენი, რომელიც ახლა მეტს მუშაობს უკან“.