ზედიზედ მესამედ – ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს. ნომინანტთა შორის ასევე იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია.
სფფ-ს ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე საუკეთესოები სხვა და სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ანრი მექვაბიშვილი გახდა.
დაჯილდოვებაზე საუკეთესეოები ასევე ეროვნულ ლიგაშიც გამოვლინდნენ, რომელიც შემდეგნაირია.
საუკეთესო მეკარე – ლუკა კუტალაძე (დინამო თბ.)
საუკეთესო მცველი – ჯიმი ტაბიძე (დინამო თბ.)
საუკეთესო ნახევარმცველი – სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ.)
საუკეთესო თავდამსხმელი – ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბთ.)
საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო თბ.)
ეროვნული ლიგის 2022 წლის სიმბოლური თერთმეტეული შემდეგნაირია.
ლუკა კუტალაძე; გიორგი გოჩოლეიშვილი, პედრო მონტეირო, ჯიმი ტაბიძე, ვანდერსონ სილვა; ანრი მექვაბიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ჯეფერსონ ჯერალდო; ჯოვინო ფლამარიონი, ხვიჩა კვარაცხელია, დავით სხირტლაძე.