კვარაცხელია ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. აღნიშნული თერთმეტეული პოპულარულმა გამოცემამ Whoscored.com-მა შეადგინა. სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვარაცხელიამ 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ხვიჩამ შვედეთთან დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი ესპანეთს და საბერძნეთს შეუგდო. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ჯგუფში 7 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.

ფოტო: სფფ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *